1. - რა პროცედურაა ორსულის სუვენირის დამზადება ?

- ორსული ქალბატონი, რომელსაც სურს სუვენირის დამზადება, უნდა დაგვიკავშირდეს მითითებულ საკონტაქტო ნომერზე. ჩაეწერება ორივე მხარისათვის მისაღებ დროს. მობრძანდება სახელოსნოში და მაქსიმუმ ნახევარი საათი დაყოვდნება ადგილზე. აღგვიწერს მისთვის სასურველ დიზაინს. ხოლო, ორი კვირის შემდგომ მოაკითხავს ყველანაირად დასრულებულ ნამუშევარს.

2. - როგორ ვუკვეთავთ თეთრეულს ?

- მსურველი დაგვიკავშირდება მითითებულ საკონტაქტო ნომერზე. მობრძანდება სამკერვალოში. აირჩევს მისთვის სასურველი თეთრეულის ზომას, ფორმასა და დიზაინს. დამზადებულ შეკვეთას მიიღებს 5-6 დღეში. ასევე, ორსულის სუვენირებისგან განსხვავებით, თეთრეულის დამკვეთს შეუძლია ჩვენს გვერდზე ატვირთული სურათების მიხედვით აირჩიოს და შეუკვეთოს ნებისმიერი თეთრეული.